მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მეგ მეე მეზ მელ მენ მეუ მეფ მეც

მელი

სახე მწვალებელისა. „რამეთუ ცრუ წინაჲსწარმეტყუელნი იგი არა თუ სხუა რაჲმე იყვნეს, არამედ მწვალებელ. რამეთუ რომელნი-იგი ნაცილსა ასწავებენ და ცილსა ქადაგებენ, იგინი მწვალებელ არიან, რამეთუ იერემია ღაღადებს და იტყჳს: „აჰა, ცრუ წინაჲსწარმეტყუელნი იგი შენნი, იერუსალჱმ, ვითარცა მელნი ჴურელსა შეყენებულ არიან“. და მერმე მიუგებს თჳთ ქრისტე ჰეროდეს და ეტყჳს: „არქუთ მელსა მას“... (სამფსონ) სამასნი მელნი შეკიცუნა ურთიერთასო, რომელთა უკუანაჲსკნელ ცეცხლი აღგზებული დასწუვიდესო. ამას გჳჩუენებს, ვითარმედ მწვალებელ იყვნესო“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9