მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მეგ მეე მეზ მელ მენ მეუ მეფ მეც

მეზვერე და ფარისეველი

„ჵ ფარისეველო, რაჲსათჳს განლაღებულ ხარ?... ღმერთსა ჰმადლობ და თავსა შენსა იქებ და სხუათა მრავალთა განიკითხავ და შეურაცხ-ჰყოფ... რაჲსათჳს აყუედრებ პირისპირ მეზუერესა მას და იტყჳ: „არცაღა ვარ, ვითარცა ესე მეზუერე“ (ლკ.18,11). „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა“ (რომ.14,4; შდრ. იაკ.4,12)?... არა გესმაა, რასა-იგი იტყჳს: „ნუ აგრძნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდის მარჯუენე შენი“ (მთ.6,3). უკუეთუ ამას იქმ ღმრთისათჳს, ღმერთმან თჳთ უწყის ყოველი, რამეთუ იგი არს გულთმეცნიერი და მან უწყნის დაფარულნი კაცთანი. ხოლო აწ არა თუ ღმრთისათჳს არს საქმჱ ეგე შენი, არამედ შური ბოროტი დათესულ არს შენ თანა სიტყჳსა მისთჳს უფლისა, რომელი თქუა მეზუერეთათჳს, ვითარმედ: „მეზუერენი და ცოდვილნი წინა-გიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ცათასა“ (მთ.21,31). და ესეცა უწყოდე, რამეთუ ესევითარი ჩუეულებაჲ არს ფარისეველთაჲ: ყოველსა, რასაცა-იგი იქმანედ წინაშე კრებულსა და ერსა შორის საჩუენებელად კაცთა (შდრ. მთ.23,5), რაჲთა იდიდებოდიან მათგან და მათგანცა მიიღონ სასყიდელი მათი (შდრ. მთ.6,2). რამეთუ „ამპარტავანთა ღმერთი შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცეს მადლი“ (იგ.3,34). და კუალად იტყჳს: „შეჰრისხენ ამპარტავანთა. წყეულ არიან, რამეთუ მათ გარდააქციეს მცნებათაგან შენთა“ (ფს.118,21)... იხილეთღა, რავდენსა მადლსა მიემთხჳა მეზუერჱ იგი,... ხოლო ფარისეველი იგი გარდამოვიდოდა განცრუვებული და სირცხჳლეული სილაღითა მით მისითა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9