მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მად მათ მაკ მამ მან მარ მატ მაღ მაყ მახ

მარხვის წესი ვნების შვიდეულში

“მეყსეულად იწყეთ მარხვად შჳდეულსა მას ქრისტეს ვნებისასა და იმარხენით დღენი იგი წარწყმედულთა მათთჳს ჰურიათა, რამეთუ ესრეთ გუამცნო უფალმან, რაჲთა ვიმარხნეთ ექუსნი იგი დღენი ურჩულოებისა მისთჳს ჰურიათაჲსა და ვიგლოვდეთ წარწყმედისათჳს მათისა, რამეთუ თავადიცა უფალი ცრემლოოდა მათთჳს, რამეთუ დღესასწაულსა მას მათსა შეიპყრეს უფალი და მისცეს სიკუდილად... ამათ დღეთა იჴმარებდით პურსა და წყალსა და მხალსა, რამეთუ დღენი არიან გლოჲსა და არა დღესასწაულობისანი. და შაბათიცა იგი იმარხეთ. არათუ სხჳსა შაბათისაჲ ჯერ-არს მარხვაჲ, არამედ მის ოდენ შაბათისაჲ, რამეთუ დამბადებელი ყოველთაჲ საფლავსა შინა იყო. ამისთჳს პარასკევსა მას და შაბათსა იმარხეთ ჯუარცუმისათჳს უფლისა და დაფლვისა. რომელი შემძლებელ იყოს, ორსავე მას დღესა ნურას ჭამს, ვიდრე შუაღამემდე შაბათისა, ხოლო რომელსა ესე ვერ შეეძლოს, პარასკევსა მწუხრი მიიღოს საზრდელი პური და წყალი და შაბათი კუალად იმარხოს შუაღამემდე“ (მცირე სჯულისკანონი (ექვთიმე მთაწმიდელისა), გამც. ე. გიუნაშვილი, თბ., 1972.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9