მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მად მათ მაკ მამ მან მარ მატ მაღ მაყ მახ

მარხვა

„გიხაროდენ, რამეთუ მოცემულ არს შენდა მკურნალისა მის მიერ სახიერისა წამალი, განმაქარვებელი ცოდვისაჲ, რამეთუ ვითარცა ჭიანი იგი, გუამთა შინა ყრმათასა დამკჳდრებულნი, წამლითა ძლიერითა მოსწყდებიან, ეგრეთვე ცოდვასა, სიღრმესა მას სულისასა დამკჳდრებულსა, განაქარვებს მარხვაჲ, შე-რაჲ-ვიდეს სულსა შინა“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) ექიმი ავადმყოფს ნაკლებ ჭამას ურჩევს: „მკურნალნი უძლურთა არა თითოფერთა ჭამადთა ეტყჳან ჭამად, არამედ უფროჲსად მარხვასა და ნაკლულევანებასა აწუევენ“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) „გუამი კაცისაჲ, სიმაძღრითა დამძიმებული ზედაჲსზედა, ადვილად შთავარდების სენთა შინა, ხოლო რომელი სუბუქსა და ზომითსა საზრდელსა მიიღებდეს, მომავალსაცა სნეულებასა განაგდებს, ვითარცა ღელვათა აღდგომილთა, და რომელი-იგი აქუნდეს უძლურებაჲ, მისგანცა განთავისუფლდეს ადრე“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) მარხვის მაგალითი თვით უფალმა მოგვცა: „მარხვაჲ სამოთხესვე შინა განიწესა. პირველი მცნებაჲ ესე მიიღო ღმრთისაგან ადამ: არა ჭამად ხისა მისგან ცნობადისა, რომელ-ესე მცნებაჲ იყო მარხვისაჲ. უკუეთუმცა მაშინ ადამს და ევას ემარხა, არამცა საჴმარ იყო აწ ჩუენდა მარხვაჲ. ვინაჲთგან მათ არა იმარხეს, გამოვვარდით სამოთხით და საჴმარ იქმნა მიერითგან მარხვაჲ, ამისათჳს მოვიდა უფალი სოფლად და იმარხა ორმეოც დღჱ, რაჲთა წამალი ცხორებისა გუასწავოს. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ჯერ-არს მარხვაჲ წესიერი სათნოჲ უფლისაჲ, ესე იგი არს უცხო ყოფაჲ თავთა ჩუენთაჲ ყოველთაგან ბოროტთა და ყოვლისაგან ნაყროვნებისა და მთრვალობისა, რაჲთა სთნდეს უფალსა ცხორებაჲ ჩუენი და ღირს-გუყვნეს სასუფეველსა მისსა“ (მცირე სჯულისკანონი (ექვთიმე მთაწმიდელისა), გამც. ე. გიუნაშვილი, თბ., 1972.) „ღმერთმან რაჟამს შექმნა დასაბამსა კაცი, ადრე-ადრე მუნთქუესვე მარხვისა მცნებაჲ უბრძანა მას,... ვითარმედ: ყოვლისა მის ხისა სამოთხისა ნაყოფი შჭამოთ, ხოლო ხისა მისგან ცნობისა კეთილისა და ბოროტისა არა შჭამოთ (შესქ. 2,16-17), არცა მიეხნეთ. ამით გჳჩუენა ჩუენ სახჱ მარხვისაჲ“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „პირის საცემელად ეშმაკთა დიდი საჭურველი და შეწევნაჲ არს მარხვაჲ“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „რაჟამს შეურაცხ-იქმნა მარხვაჲ (ადამის მიერ), პატიჟად სიკუდილი განაჩინა (ღმერთმა) შეურაცხის მყოფელსა მას ზედა მარხვისასა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)„მარხვანი სარწმუნოებით დაშრეტენ ალსა ცეცხლისასა და დაუყვნეს პირნი ლომთანი; მარხვანი სიქადულ არიან წინაწარმეტყუელთა და საყუარელ – მოციქულთა და ზღუდე – წმიდათა; მარხვანი საჭურველ არიან კეთილთა და ფარ არიან ბოროტთა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) მარხვას მწუხარე ნუ შეხვდები: „ნუმცა დასწუხნებით წინა-მდებარეთა მათთჳს დღეთა, არამედ მხიარულებით მივეახლებითმცა, ვითარცა შუენის თავთაგან მზადებითა. არავინ მწუხარჱ გჳრგჳნოსან იქმნის და არავინ მწუხარებითა ძლევაჲ დაიმტკიცის“. „განძღებამან მუცლისამან მადლსა დააკლის, ხოლო მარხვათა სულსა შეჰმატიან სარგებელი. მხიარულ იყავ, რამეთუ მოცემულ არს მკურნალისაგან შენდა წამალი, მომკლველი ცოდვათაჲ“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.)სახეს ნუ შეიცვლი და თავს ჭირთა დამთმენად ნუ წარმოაჩენ: „ნუ განირყუნი ხატსა, ვითარცა ორგულთა მათ განირყუნიან პირნი მათნი,... ნუ განირყუნი პირსა, არამედ ვითარცა ხარ, ეგრჱთვემცა ჰჩა. ნუ გამოსახვითა შენდა მწუხარებისა მისგან საგონებელად მოთმინედ დიდებასა მოჰნადირებ“. პირველი მარხვა სამოთხეშივე დაწესდა: „ჰასაკისა მოდგამ არს კაცებისა მარხვაჲ, სამოთხესა შინა იქადაგა პირველად, მცნებაჲ არს ადამისა მიმართ ძელისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა ჭამად“. „დასაბამ მადლისა არს შრომაჲ მარხვისაჲ“. „დავსნეულდით ცოდვითა, – განვიკურნენით მარხვითა. სინანული თჳნიერ მარხვისა ცუდ არს“. „ამისთჳს, რამეთუ არა დავიმარხეთ, განვითხიენით სამოთხისა მისგან“. „ნუცა ძლევისათჳს ჴორცთაჲსა საჭმელსა დაიდებ, ნუცა ჰმიზეზობ სნეულებასა ჴორცთასა და უძლურებასა!“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) „რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფვით, ვითარცა-იგი ორგულნი და ფარისეველნი, მწუხარჱ, რამეთუ განირყუნიან პირნი მათნი მრავალფერთა წამლითა და აჩუენიან მწუხარებაჲ პირისა მათისაჲ კაცთა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) მცნებით, ანუ საქმით ვიმარხვიდეთ: „ღმერთსა, რომელი მოვიდა მაცხოვრად ჩუენდა, ვემსგავსნეთ და მცნებითა ვიმარხვიდეთ და ნებაჲ მისი ვყოთ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9