მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მად მათ მაკ მამ მან მარ მატ მაღ მაყ მახ

მარტვილია

„დღჱ ესე მარტჳლიისაჲ დღჱ არს სიხარულისაჲ მრავალსადიდებელი, დღჱ არს დღესასწაულისაჲ თავთა დღესასწაულთაჲ, რომელ არს ერთი სამთა მათ დღესასწაულთაგანი ბრწყინვალეთაჲ, რომელი წერილ არს ძუელსა შჯულსა და ახალსა, რომელსა შინა ქრისტჱ იქადაგების. ამას დღესა მეერგასესა მოეცა ძუელი იგი მცნებაჲ მოსეს მთასა მას ზედა სინასა. და ამასვე დღესა მოეცა მცნებაჲ ახალი მოწაფეთა სიონს შინა. ამას დღესა მოიხუნა მოსე წინაწარმეტყუელმან ფიცარნი იგი ქვისანი მთასა ზედა სინასა და მასვე დღესა შეიწყნარა კრებულმან მოციქულთამან მოსლვაჲ სულისა წმიდისაჲ, ნაცვლად ფიცართა მათ ქვისათა იყო, რომელნი მოეცნეს მოსეს და ესრჱთ მიუწერეს კორინთელთა მათ: „წიგნ ჩუენდა თქუენ ხართ დაწერილ არა ფიცართა ქვისათა, არამედ ფიცართა გულისა ჴორციელისათა“ (2 კორ.3,3), რომელ გამოიხატის სულისა წმიდისა მიერ... მეერგასისესა დღესა დაკლვითგან პასექისაჲთ, რომელ არს აღვსებაჲ, მათ გამოეცხადა უფალი მთასა ზედა სინასა. და ესრჱთვე, განსრულებასა მეერგასისა დღისასა გამოეცხადა სული წმიდაჲ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9