მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მად მათ მაკ მამ მან მარ მატ მაღ მაყ მახ

მარიამის სულის მახვილნი

სვიმეონ მიმრქმელმა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს წინასწარ აუწყა, „ვითარმედ: შენსაცა სულსა განვიდეს მახჳლი (ლკ.2,35). ოდეს იხილო იგი ჯუარსა ზედა განკუართული, რომელსა-იგი ჰმოსიეს დიდებაჲ მამისაჲ; ოდეს-იგი იხილო, რომელი-იგი შენ ჰშევ, რაჟამს აგინებდენ მას, ჰურიანი და ყოველნი დაბადებულნი მათსა მას კადრებასა მის ზედა განკრთენ და შეიშალნენ; ოდეს იხილო კრებული იგი, რომელნი ხმობდენ: „აღიღე ეგე და ჯუარს-აცუ“; ოდეს იძრვოდის ქუეყანაჲ და კლდენი განსქდენ და ქვანი აღცჳვოდიან, და ენებოს, რაჲთამცა დაჰკრბეს ღმრთის მბრძოლთა მათ; ოდეს იხილო ცაჲ, რამეთუ მოაკლდებოდის ნათელსა და მოუწოდდეს ბნელსა, რაჲთამცა დაჰფარა კადნიერებაჲ იგი ჯუარ-ცუმისა მისთჳს, მაშინ განჰკრთე და შეჰსძრწუნდე და ვითარცა მახჳლმან განვლოს სული შენი; ოდეს იხილო ტაძარსა მას შინა თჳნიერ ჴელისა განპებაჲ იგი კრეთსაბმელისაჲ მის, და მაშინ გამოჩნდენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9