მა მდ მე მთ მი მკ მო მპ მრ მს მტ მუ მფ მღ მყ მშ მც მწ მხ
მად მათ მაკ მამ მან მარ მატ მაღ მაყ მახ

მამა და ძე

„მამაჲ – დასაბამი ყოველთაჲ, მიზეზი იგი არსებისა არსთაჲ, ძირი იგი ცხოელთაჲ, რომლისაგან გამოვიდა წყაროჲ იგი ცხორებისაჲ, სიბრძნე და ძალი, ხატი იგი შეუცვალებელი უხილავისა ღმრთისაჲ (კოლ. 1,15), მამისაგან შობილი ძჱ, ცხოელი იგი სიტყუაჲ, რომელი-იგი ღმერთი არს და ღმრთისა თანა არს, არს და იყო. არა თუ უკუანაჲს შემოვიდა, რომელი იყო წინა საუკუნეთა, არა თუ უკუანაჲს იქმნა, ძე არა დაბადებული, შემოქმედი, არა შექმნილი, აღმაშენებელი, არა აღშენებული. ყოველივე არს, რაჲ-იგი არს მამაჲ. ძჱ ვთქუ და მამაჲ დამიმარხენ მე: ესე თჳთებანი ჰგიეს უკუე ძეობასა შინა და ყოველივე არს, რაჲ-იგი არს მამაჲ, ვითარცა თქუა თავადმან უფალმან: „ყოველივე, რომელი აქუს მამასა, ჩემი არს“ (ინ. 16,15). რამეთუ ჭეშმარიტად ხატისაჲ არს ყოველი, რომელიცა-იგი არს პირმშოჲსა მისვე ძისაჲ“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9