აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
ანა ანგ ანდ ანთ ანტ ანჯ

ანტიტრინიტარები, ანუ მონარქიანები

მწვალებლები, რომელთაც წმიდა სამების შესახებ გამოცხადებით მოცემული სწავლება არასაკმარისად მიიჩნიეს. მიღებული ჰქონდათ რა სამეცნიერო განათლება და მიჩვეულნი იყვნენ რა ყველა საკითხის გონებრივი გზით გადაჭრას, მათ წმიდა სამების შესახებ დოგმატის მეცნიერულად გამოძიებაც განიზრახეს და მივიდნენ წინააღმდეგობამდე, რადგან ერთსა და იმავე დროს ღმრთის ერთობასა და სამობას გონების მოთხოვნები არ უშვებდა. ამიტომ მივიდნენ ისინი მარტო ღმრთის ერთობის აღიარებამდე და სამობის უარყოფამდე. ეკლესიამ სამართლიანად უწოდა ამ ერეტიკოსებს ანტიტრინიტარები (სამების მოწინააღმდეგენი) და მონარქიანები (მხოლოდ ღმრთის ერთი პირის აღმსარებელნი). ისინი კი, თავის მხრივ, ორ კლასად – დინამისტებად და მოდალისტებად – იყოფიან.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9