ლა ლე ლო
ლოგ ლომ ლოც

ლოცვა და მარხვა

„თანა-მოღუაწჱ იგი მარხვისაჲ – ლოცვაჲ“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.)ღმერთმა ამა სოფლისაგან განშორებულნი, მწვერვალებზე და უდაბნოებში დამკვიდრებულნი „გამოაჩინნა ანგელოზად კაცთა შორის და არა თუ იგი ხოლო, არამედ რომელნი ქალაქთაცა შინა მყოფ არიან, რომელნი-იგი მახლობელ არიან ლოცვასა და მარხვასა“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ითხოვდით ხოლო სარწმუნოებით და გულსმოდგინედ და ილოცევდით დაუცხრომელად“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „ამისთჳს შესაწირავი ლოცვაჲ და მარხვაჲ არს, რამეთუ მრავალ არიან წყლულებანი სულისანი და წამალნი მათთჳს იპოებიან“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) ლოცვისას უნდა ვითხოვოთ ის, რისი თხოვნაც შეიძლება; ანუ ღმერთს არა მიწიერი სურვილების აღსრულება, არამედ ცოდვათა მოტევება უნდა შევევედროთ. წმ. იაკობ ნასიბინელი „ევედრებოდა ლმობიერად ღმერთსა და ითხოვდა მას, რომელი ჯერ-არს ღმრთისაგან თხოვად, რომელ არს შენდობაჲ და მოტევებაჲ ცოდვათაჲ“; მიუხედავად იმისა, რომ მან „სიმშჳდითა გულისა მისისაჲთა მოიგო დიდი კადნიერებაჲ წინაშე ღმრთისა, ვიდრემდის ყოველსა სათხოველსა, რომელსა ითხოვდა ღმრთისაგან, მუნქუესვე მიეცემოდა მას დაუბრკოლებელად ყოველსა ჟამსა“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9