ლა ლე ლო
ლოგ ლომ ლოც

ლომი

„ქრისტე ითქუმის ლომ, არამედ არა თუ ხატებისათჳს, რომელ არს გონებასა ლომისასა და სისხლისა ჭამითა და პირუტყუ-მჴეცობისაჲთა მით, არამედ ითქუმის ლომ ქრისტე მეუფებისა მისთჳს და სიხარულისა ყოველთა მიმართ განყოფითა და მრავალთა თჳსსა მას საგრილსა ქუეშე შეკრებითა. ითქუმის ლომ ეშმაკიცა (I პეტ. 5,8), არა თუ მეფობისათჳს გინა თუ სიხარულისა განყოფითა ყოველთა მიმართ, არამედ მტაცებლობისა მისისათჳს და ძჳრ-ძჳრად მძლავრებისა. ითქუმის მერმე ქრისტე ლეკუ ლომისა (შესქ. 49,9), რამეთუ რაჟამს შვის ლომმან ლეკჳ იგი, სამ დღე მკუდრად ძენ და მესამესა დღესა აღდგის, ვითარცა ქრისტემან სამ დღე დაყო გულსა ქუეყანისასა, დამუსრნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი და აღდგა მესამესა დღესა“(შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9