ლა ლე ლო
ლეღ

ლეღვის სახისმეტყველება

„უკუეთუ მოიჴსენოთ, ოდეს-იგი სამოთხესა შინა შიშუელ იყვნეს ადამ და ევა, რომლისაგან ხისა მოიღეს ფურცელი, შეკერეს და შეიმოსეს (შესქ.3,21), გულისხმა-ჰყო, რამეთუ ჭეშმარიტად მისთჳს სწყევა და განახმო ლეღჳ იგი (მთ.21,19; მრკ.11,13). რამეთუ ოდეს-იგი ჩუენცა გუაქუნდა დაშთომილი სირცხვილი, მამული სწყევა და განაჴმო უფალმან, და მიზეზი იგი განგუაშორა. და მოგჳღო ჩუენ და მოგუცა სიმდიდრჱ და განგუძარცუა ჩუენ სირცხჳლისა იგი სამოსელი და მოგუცა, ვითარცა თოვლი სპეტაკი და ბრწყინვალჱ, ქსოვილი წყლითა და სულითა წმიდითა. და განგჳჴმნა ფურცელნი იგი ლეღჳსანი და მოგუცნა მიპარულნი სულისანი, რომელ გუელმან მიგუპარა სამოთხესა შინა, რომელი-იგი გუაქუნდა ანგელოზთა სწორი სამოთხესა შინა შუებაჲ და უჴრწნელებისა იგი სამოსელი“; „უკუეთუმცა გარე-წარჴდა ლეღუსა მას, აქუნდამცა გუელსა მას ლეღუსა მას შინა ბუდჱ უკუდავი. გარნა მოვიდა ლეღჳსა მის და განაჴმო“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) მაცხოვრის პირით თქმული: „უკუეთუ მრქუათ მე: და რაჲსა სწყევე ლეღჳ იგი, რამეთუ არა ვპოვე ნაყოფი მას შინა? ისმინეთ, რაჲსათჳს ვწყევე იგი განჴმობად მისა ძირითურთ: თქუენთჳს ვწყევე იგი, რაჲთა თქუენ განგათავისუფლნე წყევისაგან და თქუენთჳს განვაჴმე იგი ძირითურთ. რამეთუ მიზეზით მივედ და ვეძიებდ მისგან ნაყოფსა, რაჲთამცა განვაჴმე იგი, ნუთუ არა ვიცოდეა, ვითარმედ არა აქუნდა მას ნაყოფი, რამეთუ ჟამიცა ზამთრისაჲ იყო? და ჩემთჳს თქუა წინაწარმეტყუელმან, რამეთუ რომელი გამოეძიებს გულსა და თირკუმელთა ღმერთი, გულსა და თირკუმელთა გამოვიწულილავ და ლეღჳსაჲ მის არა-მე-მცა ვიცოდეა, ვითარმედ არა აქუს ნაყოფი? არამედ სახე იყო, რომელ-იგი ყოფად იყო. არამედ ზრახვაჲ იყო, რომელ-იგი აღსრულებად იყო. რამეთუ, რაჟამს-იგი შესცოდეს ადამ და ევა, ფურცელი იგი ლეღჳსაჲ აქუნდა სამოსლად, სირცხჳლსა ცოდვისა მათისასა იფარვიდეს.

ამისთჳს მოვედ ლეღუსა მას ნაყოფისა ძიებად და ვცან, ვითარმედ ფურცელი ხოლო აქუნდა. და ვწყევე იგი, რაჲთა განჴმეს ძირითურთ, რაჲთა განჴმენ შეცოდებანი იგი ცოდვისანი. არა თუ ყოველი ხჱ ლეღჳსაჲ ვწყევე, არამედ ერთი იგი ხოლო სახისა მისთჳს, რაჲთამცა მარტოდ ცოდვანი იგი ადამისნი დავჰჴსნენ. ამისთჳს ვწყევე ლეღჳ იგი, ესე თჳთ ცოდვაჲ იგი განვაჴმე.

ესე ყოველი ვყავ და ესე ყოველი აღვასრულე, რასა-იგი წინაწარმეტყუელებდეს ჩემთჳს. არამედ ლეღჳსა მისთჳსცა, რომელი-იგი განვაჴმე, წინაჲთვე თქუა წინაწარმეტყუელმან: „განვიდე მე ერისა მის მწირობისა ჩემისა, უფალო, რამეთუ ლეღუმან არა გამო[იღო]ს ნაყოფი თჳსი“ (ამბაკ. 3,16-17). აჰა ესერა აღვასრულე, რასა-იგი წინაწარმეტყუელებდეს ჩემთჳს. და აღვასრულე ყოველი ნებაჲ მისი, რომელმან მომავლინა მე, მამამან ჩემმან“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9