კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კით კირ

კირილეს ფორმულა

„იტყჳს წმიდაჲ კჳრილეცა ალექსანდრიელი, ვითარმედ: ერთსა ბუნებასა აღვიარებთ სიტყჳსა ღმრთისაჲსა განჴორციელებულსა. და კეთილად იტყჳს, რამეთუ განჴორციელებული რაჲ თქუა, მეორე იგი ჴორცთა ბუნებაჲ გუაუწყა. რამეთუ ჭეშმარიტად ერთ არს ბუნებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ, რომელი-იგი განჴორციელდა რაჲ, მიიღო ბუნებაჲცა იგი კაცებისაჲ და არს ორითა ბუნებითა – სრული ღმერთი და სრული კაცი“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.)„ხოლო ვინაჲთგან მწვალებელნი იგი წინა-გჳყოფენ ჩუენ სიტყუასა წმიდისა ათანასისსა და წმიდისა კჳრილესსა, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: ერთი ბუნებაჲ ღმრთისა სიტყჳსაჲ განჴორციელებული, ხოლო ჩუენ ვიტყჳთ, ვითარმედ: ერთ არს ესე სიტყუაჲ სიტყუასა მას თანა წმიდისა გრიგოლ ღმრთისმეტყუელისასა, რომელი იტყჳს, ვითარმედ: ერთმან მან ღმერთ ყო, და მეორე იგი ღმერთ იქმნა“; „ერთი უკუე ბუნებაჲ ვიცით ღმრთისა სიტყჳსაჲ – განჴორციელებული, ესე იგი არს, შეერთებული ჴორცთა. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ ორნი ბუნებანი არიან ერთ გუამად შეკრებულნი. რამეთუ უკუეთუმცა ეთქუა, თუ ერთი ბუნებაჲ განჴორციელებულისა მის სიტყჳსა ღმრთისაჲ, უეჭუელად ერთსა ბუნებასა მოასწავებდა. ხოლო ვინაჲთგან თქუა, თუ: „ერთი ბუნებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ“ და მერმე შესძინა: „განჴორციელებული“, ამით სიტყჳთა ჴორცთა ბუნებაჲ მოასწავა, ვითარცა თჳთ თარგმნის სიტყუასა თჳსსა სუკენსონის მიმართ, და იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუმცა გუეთქუა „ერთი ბუნებაჲ ღმრთისა სიტყჳსაჲ“ და დაგუედუმა, და „განჴორციელებულიმცა“ არა გუეთქუა, აქუნდამცა ძალი სიტყუასა მათსა, და გუეტყოდესმცა, თუ ვინაჲთგან ერთსა იტყჳთ ბუნებასა, სადაღა არს კაცებისა ბუნებაჲ? ვინაჲთგან უკუე სიტყჳთა მით, თუ „განჴორციელებული“ გამოგჳჩინებია კაცობრივი ბუნებაჲ, ნუ იქადიან, ნუცა ესვენ კუერთხსა მას ლერწმისასა, რომელი ჴელთა უპყრიეს. აჰა ესერა, დაჴსნა მან იჭჳ ესე, თუ ერთსა ბუნებასა იტყჳს ყოველსავე, და გამოაჩინა კაცობრივი ბუნებაჲ სიტყჳთა მით, თუ „განჴორციელებული“. გუაქუს უკუე ერთი ბუნებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ, და კუალად, სიტყჳთა ამით, თუ „განჴორციელებულისაჲ“, გუქონან ჴორცნი, ხოლო ჴორცნი განაღა თჳნიერ ბუნებისა არა იყვნეს, ბუნებაჲ უკუე ღმრთეებისაჲ და ბუნებაჲ ჴორცთაჲ – აჰა, ორი ბუნებაჲ“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) მართალია, ამ ცნობილ ფორმულას მამები მართლმადიდებლურად განმარტავდნენ, მაგრამ მხოლოდ მოგვიანებით, VI ს-ში, გახდა ცნობილი, რომ იგი წმ. კირილე ალექსანდრიელს აღებული ჰქონდა ნაყალბევი თხზულებიდან, რომელსაც აპოლინარელნი წმ. ათანასი ალექსანდრიელის სახელით ავრცელებდნენ. „ერთი ბუნებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ განჴორციელებული“. თეოდორე აბუკურა განმარტავს წმ. კირილე ალექსანდრიელის ცნობილი გამოთქმის შინაარსს, გადმოსცემს მის ისტორიას და დასაბუთებულად უარყოფს წმ. ათანასი დიდისგან აღნიშნული ფორმულის წარმომავლობას (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9