აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
ანა ანგ ანდ ანთ ანტ ანჯ

ანთროპომორფიზმები

Gk. ἄνθρωποЅ ადამიანი; μορφή სახე, ფორმა
ბიბლიური გამონათქვამები, რომელნიც სიმბოლური სახეებით, ადამიანურ საქმეთა მსგავსად, ღმრთის ქმედებებს აღწერენ (მაგ.: ღმერთმა იხილა, უწოდა, მოისმინა, თქვა და მისთ.) და ღმერთს ადამიანურ ასოებს (მაგ.: თვალს, ყურს, პირს, ხელს და სხვ.) მიაწერენ. მართალია, ღმრთეება მარტივია და მას არავითარი ფორმა არა აქვს, მაგრამ ეს ნივთობრივად გამოთქმული აზრები ერთგვარ პედაგოგიურ საშუალებად (წმ. იოვანე ოქროპირი) გამოიყენება, რომლითაც წმიდა წერილის შინაარსი კაცთათვის უფრო მისაწვდომი ხდება. „ღმრთისათჳს რაოდენი რაჲ ჴორციელებაჲ თქუან წიგნთა, სწავლისა ჩუენისათჳს არს და არა თუ ბუნებისათჳს ღმრთეებისა" (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9