კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კეთ კენ კერ

კერინთე

(კერინთოსი) – მოციქულთა თანამედროვე ერეტიკოსი, ტომით იუდეველი, ალექსანდრიიდან. იგი ფილონის შეხედულებათა გავლენით აღზრდილი იყო იუდეურ ღმრთისმეტყველებასა და პლატონის ფილოსოფიაზე. მისი სწავლება ნაზავია გნოსტიციზმის და ებიონიტიზმისა. გნოსტიკურ დებულებათა მიხედვით, იგი ასწავლიდა, რომ სამყარო შექმნა არა ღმერთმა, არამედ დაბალმა სულიერმა არსებამ – დემიურგმა. მას იესო ქრისტე იოსებისა და მარიამისაგან შობილ ჩვეულებრივ ადამიანად მიაჩნდა და მესიის ათასწლოვანი მიწიერი მეუფებისა სჯეროდა, როცა აღდგებოდა კაცი იესო და უზენაეს ქრისტეს შეუერთდებოდა. კერინთე გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა და საქმიანობდა ეფესოში, როცა იქ იმყოფებოდა იოვანე ღმრთისმეტყველი. თავისი მიმდევრების საზოგადოება მან ძირითადად დააფუძნა მცირე აზიაში, რომელმაც IV ს-მდე იარსება.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9