კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კათ კან კარ კატ კაც

კაცთმოყვარება და სიმართლე

„დავით ნეტარი კაცთ-მოყუარისასა ღაღადებს და იტყჳს: „მოწყალე, შემწყნარებელ და მართალ უფალი“ (ფს.110,4). და შეჰრთო კაცთ-მოყუარებაჲ იგი სიმართლესა. და მართლად აღიარებს მას და კაცთმოყუარედ, რაჲთა, ოდეს გესმეს სიმართლჱ, შეგეშინოს საშჯელისა, და ოდეს გესმეს კაცთ-მოყუარებაჲ, მიისწრაფე სინანულად. და არა ქადაგებს კაცთ-მოყუარებასა განტევებულად და არცა სიმართლესა მარტოდ. უკუეთუ მხოლოჲ ქადაგოს სიმართლჱ იგი, არა აქუს სასოებაჲ მათ, რომელნი წყალობასა მოსავ არიან. რამეთუ იტყჳს: „ხოლო მოწყალებასა შენსა ვესავ“ (ფს.12,6). და უკუეთუ კაცთ-მოყუარებაჲ იგი ხოლო მოიპოვონ კეთილისა მიმართ საქმისა, არა იყვნენ მოწაფე. რამეთუ მწყალობელ და მართალი უფალი. და შეყვნა იგინი ერთად – სიმართლჱ და კაცთ-მოყუარებაჲ – დასაბამად და დასაბეჭდველად სიტყჳსა და ყოველივე წყალობით და კაცთ-მოყუარებით განაგო“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9