ია იე ივ ინ იო ის იუ იქ
იუდ

იუდა ისკარიოტელი

„თავი თჳსი წარიწყმიდა იუდა“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.) მაცხოვრის პირით თქმული: „მიყუარან მე მონანულნი, გეჴსენედ შენ, რამეთუ ვცრემლოოდე წარწყმედასა მას იუდაჲსსა და არა მინდა წარწყმედაჲ იგი მისი. უკუეთუმცა რაჟამს დააგდო ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა, თუმცა შეენანა, არამცა შიშთვილ-ება, არამცა განმეგდო იგი სრულიად, არამედ შეუნანებელმან ისწრაფა სიკუდილი, ამისთჳს უკუნისამდე ისაჯების“; „ნეტარ თუმცა იუდასცა, ვითარცა-იგი მე მიმცა, ჩემდავე მოქცეულ იყო, არამცა გრიკსა მას ველურსა ხჱსა მიერ შიშთვილ-ება და საბელნი იგი მოსაშთობელნი არამცა განემზადნეს თავისა თჳსისა წარწყმედად, არამცა მოსრულ იყო იგი და შე-მცა-ენანა და მე-მცა ცოდვანი იგი მისნი ჯუარსა მას შემემშჭუალნეს. რამეთუ მე არარაჲ მიზეზ ვექმენ მისსა მას წარწყმედასა, არამედ მისი იგი უძღები ბუნებაჲ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9