ია იე ივ ინ იო ის იუ იქ
ისა ისრ

ისრაიტელნი, იუდეანნი, სამარიტელნი

სოლომონ მეფის სიკვდილის შემდეგ ებრაელთა ათ გაერთიანებულ ტომს ისრაიტელნი, ხოლო ბენიამენისა და იუდას ტომთა ხალხს იუდეანნი ეწოდათ. მეფე სალმანასარ ასურელმა ისრაიტელთა დაპყრობის შემდეგ ქვეყანას თავისი მცველები დაუდგინა, რომელთაც სამარიტელები ეწოდათ; „ვინაჲთგან სამარიტელად ითქუმის მცველი ებრაელთა მიერ“(თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9