გა გე გვ გი გნ გრ გუ
გაბ გამ გან გარ გაფ გახ

განკაცების მიზეზი

„ხოლო მიზეზი იგი იყო ცხორებაჲ ჩუენი... რაჲთა მე ესეზომ ღმერთ ვიქმნა, რაჲზომ იგი კაც იქმნა“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) „ესე თჳთ იყო სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ დაუსაბამოჲ, უხილავი, მიუწდომელი, უჴორცოჲ, პირველი პირველისაგან, ნათელი ნათლისაგან, აღმომაცენებელი ცხორებისაჲ, ბეჭედი შეუძრველი, მსგავსებაჲ ჭეშმარიტი, საზღვარი მამისაჲ და სიტყუაჲ მისი; მოვიდა ხატისა თჳსისა და შეიმოსნა ჴორცნი ჴორციელთათჳს, და შეიზავა სულითა გონიერითა სულისა ჩუენისათჳს, რაჲთა გაწმიდოს მსგავსი მსგავსითა. და კაც იქმნა ყოვლითავე, თჳნიერ ხოლო ცოდვისა. იშვა ქალწულისაგან განწმედისათჳს ჴორცთა და სულისა მიერ წმიდისა, და ჯერ იყო პატივის-ცემად შობაჲ. და გამოვიდა ღმერთი მოღებულითა მით, ერთი ორთაგანი, შემსგავსებულთა სულისაგან წმიდისა; ერთმან ორთა ამათგანმან განაღმრთო და მეორე იგი განიღმრთო. ჵ შეზავებაჲ საკჳრველი, ჵ შეზავებაჲ დიდებული! არსი იგი არს იქმნების და დაუბადებელი დაებადების, დაუტევნელი დაეტევის შუვამდგომელობითა სულისა გონიერისაჲთა. განმამდიდრებელი იგი დაგლახაკნების ჴორცითა ამით ჩუენითა, რაჲთა მე განვმდიდრნე ღმრთეებითა, და სავსჱ დაცალიერდების მცირედ დიდებისაგან თჳსისა, რაჲთა მოვიღო მე სავსებისაგან მისისა. რაჲ არს საიდუმლოჲ ესე კეთილისაჲ, რომელი ჩემთჳს იყოფის?! მოვიღე ხატებაჲ და არა დავიმარხე. მიიხუნა ჴორცნი, რაჲთა დაიცვეს ხატი, და ჴორცნი უკუდავ ყვნეს, გჳზიარნა მეორედ უსაკჳრველჱსად პირველისა მის ფრიად, რამეთუ მაშინ მოგუცა კეთილი, აწ თავს იდვა ნაკლულევანებაჲ; და ესე უფროჲსღა შუენის პირველისა მის!“ („მრავალთავი” /ილია აბულაძე, შრომები, III, თბ., 1982. გვ. 32-106.)„განკაცებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ ამისთჳს იქმნა, რაჲთა ბუნებაჲ იგი შეცთომილი და წარტყუენული კაცთაჲ მიიღოს და ყოს იგი მძლედ ეშმაკისა და იჴსნას იგი ხრწნილებისაგან“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) `ქრისტე ძე იყო თანამოსაყდრე მამისაჲ და არა ეჴმარებოდა შობაჲ ქუეყანასა ზედა, არცა თავისა თჳსისა იშვა, არამედ ჩუენდა იშვა და ჩუენ მოგუეცა მაცხოვრად, რამეთუ ყოველთა კაცთა შობანი თავთა თჳსთათჳს არიან, არა სხუათათჳს, ხოლო ქრისტე ჩუენთჳს და ჩუენისა ცხორებისათჳს იშვა“(ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 45, Corpus Nazianzenum 12, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica III, Brepols, 2001.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9