აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
აღდ აღვ აღთ აღმ აღს

აღსარება სარწმუნოებისა ქალკედონის კრებისა

(ქრისტოლოგიური დოგმატი) – „შედგომილნი უკუე წმიდათა მამათანი, ერთად და იგივედ ძედ აღსარებასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ერთჴმობით ვასწავებთ ყოველნი სრულად ღმრთეებითა მასვე და სრულად კაცებითა მასვე, ღმერთად ჭეშმარიტად და კაცად ჭეშმარიტად; მასვე სულისაგან სიტყჳერისა და ჴორცთა, თანაარსად მამისა ღმრთეებითა და თანაარსად ჩუენდა მასვე კაცებითა ყოვლითურთ მსგავს ჩუენდა ქმნულსა თჳნიერ ხოლო ცოდვისა, ... პირველ საუკუნეთა ვიდრემე მამისაგან შობილი ღმრთეებრ, ხოლო უკუანაჲსკნელთა დღეთასა იგივე ჩუენთვის და ჩუენისა ცხონებისათვის მარიამისაგან ქალწულისა ღმრთისმშობელისა კაცობრივ; ერთი და იგივე ქრისტე, ძე, უფალი, მხოლოდშობილი, ორთა შინა ბუნებათა შეურევნელად, უქცეველად, განუწვალებელად და განუშორებლად ცნობილი. არასადა განყოფისა ბუნებათაჲსა მოსპობითა შეერთებისა მიერ, არამედ უფროჲსღა ცხოვლად დაცვულებითა თჳთებასა თითოეულისა ბუნებისასა და ერთად პირად და ერთად გუამად შემოკრებითა. არა ორპირობად განყოფილი, არამედ ერთი და იგივე ძე მხოლოდშობილი, ღმერთი-სიტყვაჲ და უფალი იესუ ქრისტე, ვითარ-იგი ზემოჲთგანვე მისთვის წინაჲსწარმეტყველთა და თვით მან იესუ ქრისტე გუასწავა ჩუენ და მამათა ჩუენთა საზღვარმან მოსცა“ (არსენ ვაჩეს ძის თარგმანი, (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9