აბ ად ავ აზ აკ ალ ამ ან აპ არ ას აფ აღ აჩ ახ
ანა ანგ ანდ ანთ ანტ ანჯ

ანგელოზი და კაცი

ელია წინასწარმეტყველის სიტყვა მთავარანგელოზი მიქაელის მიმართ: «დაღაცათუ კაცი ვარ, არამედ შენსა უფროჲს ვარ, რამეთუ შენ დაგბადა ღმერთმან ზრახვითა სულისა მისისაჲთა, ხოლო მე მარჯუენითა თჳსითა დამბადა და შემდგომად დაბადებისა ჩემისა შთამბერა პირსა ჩემსა სული ცხოველი. და უწყოდე, რამეთუ უფროჲს ვარ შენსა და ჴელმწიფებაჲ ჩემი უფროჲს არს შენსა ჴელმწიფებასა, რამეთუ შენ ღრუბელთა ოდენ ზედა გაქუს ჴელმწიფებაჲ განგებისაჲ, ხოლო მე მყო ღმერთმან მღდელ ქუეყანასა ზედა და მომცა ჴელმწიფებაჲ ცათა შინა» (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) «რომელსა ბუნებასა ესმა ღმრთისაგან: «დაჯედ მარჯუენით ჩემსა»? მას, რომელსა ესმა: «მიწაჲ ხარ და მიწადცა მიიქცე» (შესქ.3,19), არა კმა-ეყო ყოფაჲ ანგელოზთა თანა, არამედ უზეშთაჱს იქმნა ანგელოზთა, გარე-წარჰჴდა მთავარანგელოზთა, ამაღლდა ზედა ქერობინთა, იქმნა უმაღლჱს სერაბინთა, გარე-წარჰჴდა მთავრობათა და ჴელმწიფებათა და არა დაადგრა, ვიდრემდის მიიწია საყდარსა სამეუფოსა. იხილე, სადა იყო დაცემულ ქუე და რაბამსა მიიწია სიმაღლესა. არღარაჲ იყო უქუემოჱს მისსა, რომელსა-იგი შთაჴდა კაცი და არცა ადგილი უმაღლჱს მის ადგილისა, რომელსა-იგი აღმაღლდა აწ» (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9