ია იე ივ ინ იო ის იუ იქ
იოა იოვ იონ იოს იოფ

იოანე ოძუნელი

სომეხთა კათალიკოსი 717-728 წლებში. მეთაური მანაზკერტის 726 წლის კრებისა, რომელიც მისივე ცნობით მოწვეულ იქნა „ქალკედონის წვალების დასაქცევად და მოსასპობად, დვინის კრების ხელახლა დასამტკიცებლად“. იოანე ოძუნელი ავტორია ნაშრომისა „კრებების შესახებ, რომლებიც შედგა სომხეთში“. მისი მიხედვით, მთელი VII ს-ის მანძილზე სომხეთში უპირატესად ქალკედონიტი კათალიკოსები ისხდნენ; ეს მდგომარეობა საბოლოოდ შეიცვალა მანაზკერტის 726 წლის კრებაზე, როცა სომხურმა ეკლესიამ უკვე საბოლოოდ მიიღო მონოფიზიტური დოგმატიკა და ლიტურგიკა, და წყალგაურეველი ღვინისა და უცომო პურის მიღება დაამტკიცა (არსენი საფარელი, განყოფისათჳს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9