ია იე ივ ინ იო ის იუ იქ
იერ იეს

იერუსალიმი

იერუსალიმმა არ ინება ცნობა მხსნელისა: „არცა წინაწარმეტყუელთა მათ წინაწარმეტყუელებაჲ და არცა ქადაგებაჲ იგი იოვანჱსი და არცა მრავალთაჲ მათ სასწაულთაჲ და არცა მკუდართა აღდგინებითა არა ინება იერუსალჱმმან ცნობად მჴსნელისა მის“. იერუსალიმის სასჯელი: „მივიდა წარმართთა, ვითარცა იტყოდეს წინაწარმეტყუელნი იგი: უკუეთუმცა შეეწყნარა იგი, განრინებულმცა იყვნეს იგინი მახჳლისა მისგან ბერძენთაჲსა. არამედ აღდგა მჴდომად და მოკლა ცხებული იგი წმიდაჲ, აღოჴრდა სრულიად, ვითარცა იტყჳს დანიელ წინაწარმეტყველი: იგი არს, რომელი მჴდომად აღუდგა სიტყუათა მათ წინაწარმეტყუელთასა. წინაწარმეტყუელებაჲ იგი ვერ დააყდუნა, ხოლო თჳთ თანა-მდებ იქმნა დამჴსნელისაჲ მის, რომლისაჲ არა ინება შეწყნარებად“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9