ებ ეგ ედ ევ ეზ ეკ ელ ენ ეო ერ ეტ ეშ
ერე ერთ ერი

ერთარსი

Gk. ὀμούσιοЅ
Rus. единосущный
ტერმინი გამოიყენება წმიდა სამების პირთა ერთი არსების, ერთი ბუნების აღსანიშნავად. მაგ., მრწამსში ვკითხულობთ: ძე ღმრთისაჲ – ერთარსი მამისაჲ. მისი შესატყვისი, მაგრამ შინაარსობრივად ნაკლებ გამომხატველი, ტერმინია: თანაარსი. „შობილი იგი ძჱ ღმრთისაჲ თანა-ხატი და თანა-არსი და თანა-მსგავსი მამისაჲ, რომელსა შინა ყოველივე აქუს მამასა: ღმრთეებისა გამოცხადებაჲ, ხატი პირსა შინა და ბრწყინვალებისაგან დიდებაჲ იგი განახლდების“(სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.). ერთარსობის დამადასტურებელი მუხლები: მთ.17,5; ინ.14,9; ინ.14,10; ინ.16,15; ინ.14,28(უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9