თა თე თო თქ
თაბ თავ თან თაყ

თავისუფალი ნება ანგელოზისა

მსგავსად კაცისა, ანგელოზსაც „ნეფსით ცხორებაჲ აქუნდა და ჴელმწიფებასა შინა მისსა იყო გინა თუ ღმრთისა თანა ყოფაჲ, ანუ თუ უცხოყოფაჲ სახიერისა მისგან. რამეთუ გაბრიელ ანგელოზი არს და მდგომარე არს მარადის წინაშე ღმრთისა და სატანაცა ანგელოზი იყო და დაეცა მისისა მის პატივისაგან სრულიად. და იგიცა ნებამან მისმან კეთილმან დაიცვა ცათა შინა და ესეცა ნებამან მან თჳთმფლობელმან გარდამოაგდო ზეცით. რამეთუ მასცა ძალ-ედვა, უკუეთუმცა ენება, განდგომილებაჲ და ამასცა ძალ-ედვა არადაცემაჲ. არამედ იგი დაამტკიცა სიყუარულისა ღმრთისა განუძღომელობამან, ხოლო ესე განაგდო განშორებამან ღმრთისამან. ესე არს ბოროტი იგი უცხოყოფაჲ ღმრთისაგან“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9