ზა ზე ზი ზო ზრ ზუ ზღ
ზრა

„ზრახვა უფლისა

არს უცვალებელობაჲ და სიმტკიცე სასჯელთა მისთა თუალ-უხუაობისაჲ, რომლითა მართალთა ადიდებს, ხოლო ცოდვილთა სტანჯავს. ზრახვა უფლისა ორ-სახე არს: გინა თუ თჳთ იგი განიზრახვიდეს ცხორებასა ჩუენსა, გინა თუ რაჟამს ეზრახებოდის კაცთა პირითა წმიდათა მისთაჲთა, რამეთუ გულსა შინა წმიდათა მისთასა იგი თავადი ზრახავს უხილავად. და კუალად ჩუენ შორისცა ორნი ზრახვანი იქმნებიან ღმრთისა მიმართ: გინა თუ წურთითა სიტყუათა მისთაჲთა, ანუ თუ სხუათა მიმართ მითხრობითა სამართალთა მისთაჲთა, და უფროჲსღა სამარადისოჲთა ლოცვითა და ვედრებითა მისა მიმართ, რამეთუ ყოველივე, რაოდენი აღმოითქუმოდის ჩუენ მიერ საღმრთოდ და წესიერად, – გინა თუ სწავლაჲ, გინა თუ ლოცვაჲ, – ყოველსავე ღმერთი ზრახავს ჩუენ შორის. ვინაჲთგან ვერვის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა. რამეთუ რაჲმცა ვიცოდეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით, არა თუ მან თავადმან მასწაოს ჩუენ, რომელი-იგი მეოხ არს ჩუენთჳს სულთქუმითა მით უსიტყუელითა“ (ძვ. ქართული ენის კათედრის შრ. 11, შესავალი ფსალმუნთა თარგმანებისა, გამსც. მოამზადა მზ. შანიძემ. თბ., 1968.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9