ზა ზე ზი ზო ზრ ზუ ზღ
ზია

ზიარება

სულიწმიდა „ცეცხლითა ღმრთეებისა მისისაჲთა ჴორცად და სისხლად ქრისტესსა შესცვალებს პურსა და ღჳნოსა“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.) წმიდა ზიარების მიღებისას სიფრთხილე გვმართებს: „თუ გიპყრიეს წმიდად საუნჯე იგი სულისა შენისაჲ, მივედ და ეზიარე ჴორცსა მას და სისხლსა უფლისასა. და უკუეთუ რაჲმე გაქუნდეს იჭჳ გონებისა შენისაჲ, ნუ წარმდებ იქმნები ზიარებად, ვიდრემდის განიწმიდო სული შენი სინანულითა“. „მოშიშნი იგი ღმრთისანი დგანედ და ელიედ, ვითარმედ ოდეს მოიწიოს კჳრიაკჱ და ლოცვანი ჩუენნი შევწირნეთ ღმრთისა მიმართ, და პატიოსანსა ჴორცსა და სისხლსა უფლისა ჩუენისასა ვეზიარნეთ“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „ჴორცი და სისხლი საუფლოჲ განიყოფვის და მოგუემადლების ჩუენ ყოველთა სარწმუნოვებითა და საქმითა მართლად მოქმედთა, და ჭეშმარიტთა მორწმუნეთა საჴმარ და სიწმიდე მიეცემის და მიემადლების. ხოლო ბილწთა და შეგინებულთა, რომელნი საქმითა უკეთურითა მიეახლნიან, რომელ არიან ურწმუნონი, რისხვად და საშჯელად მიიღებენ ზრახვასა მას სამეუფოსა თავთა თჳსთა, რამეთუ წარმდებ იქმნეს და უღირსებით მიიღეს ჴორცი და სისხლი საუფლოჲ, ვითარცა იტყჳს პავლე მოციქული (1 კორ. 11,27-29)“, (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.) „წმიდასა და ცხოველსმყოფელსა და უსისხლოსა მსხუერპლსა სრულ-ვჰყოფდეთ რაჲ ეკლესიათა შინა, არა ერთისა ჩუენებრისა და ზოგადისა კაცისა ჴორცად გურწამს წინამდებარე იგი, ეგრეთვე პატიოსანიცა იგი სისხლი; არამედ ვითარცა ყოველთა ცხოველსმყოფელისა სიტყჳსა თჳსად მისა ჴორცად და სისხლად ქმნილად და შეცვალებულად“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9