ზა ზე ზი ზო ზრ ზუ ზღ
ზატ ზაქ

ზატიკი

მოციქულები ეკითხებოდნენ ქრისტეს: „სადა განგიმზადოთ შენ ზატიკი ესე?“ რომელი ზატიკი? არა ჩუენი ესე, არამედ საჰურიაოჲღა იყო მაშინ, ოდეს-იგი მოწაფენი განუმზადებდეს. ხოლო ჩვენთჳს იგი თჳთ განემზადა და თავადი იგი თჳთ ზატიკ იქმნა. სადა გნებავს და განგიმზადოთ ზატიკი? ესე იგი საჰურიაოჲ იყო ზატიკი იგი. იყო, რომელსა დასაბამსა ეგვიპტით გამოვიდეს, და რაჲსაგან-მე მას ჭამს ქრისტე? – რამეთუ ყოველი შჯული აღასრულა“; „უკუეთუ გკითხვიდეს შენ ძჱ შენი და გრქუას: „რაჲ არს ზატიკ?“ არქუ: „კრავისა მის სისხლი, რომლითა აღნიშნეს კარნი წირთხლთა მათ მამათა ჩუენთა“ (გამს. 12,13). მაშინ ეგჳპტეს რაჟამს მოვიდა მომსრველი იგი, ვითარ მიხედა, ვერ იკადრა შესლვად (გამს. 12,23). და დაიდვა დღესასწაული მიერითგან მოსაჴსენებელად და განსარინებელად სამარადისოდ. უფროჲსად ხოლო თუ ამას შეიძინებდეს, ძუელთა მათ მოიჴსენებდეს ქველის საქმეთა, არამედ სხუასაცა უფროჲსისა ყოფასა განაგებდეს, რამეთუ სახჱ იყო იგი კრავი ერთისა მის კრავისა სულიერისა და ცხოველისა – რომელიმე აჩრდილი და რომელიმე ჭეშმარიტი“ (უდაბნოს მრავალთავი (IX-X სს.), აკაკი შანიძისა და ზურაბ ჭუმბურიძის რედაქციით, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს: ლ. ბარამიძემ, კ. დანელიამ, რ. ენუქაშვილმა, ი. იმნაიშვილმა, ლ. კიკნაძემ, მ. შანიძემ და ზ. ჭუმბურიძემ. თბ., 1994.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9