ვა ვე ვნ ვუ
ვალ ვას ვაჭ

ვასილისკოსის ჩვენება

„პიტჳონი (ბიჭვინთა) იყო განჩინებული ადგილი წმიდისა მის (იოვანე ოქროპირისა) ექსორიობისაჲ, სადა-იგი ვერ მიიწია წინაწარმეტყუელებისაებრ ეპიფანესსა, არამედ ვითარცა მიიწინეს მახლობელად კომანისა, სამარტჳლოსა ვასილისკოჲსსა, რომელსა ეპისკოპოსად იტყჳან მაქსიმიანეს ჟამთა შინა ნიკომიდიას შინა დამწყებელად ღუაწლისა და მძლედ და მიმღებელად გჳრგჳნსა მოწამებისასა, ესე წმიდაჲ მღდელმოწამე ვასილისკოს ჩუენებით დაადგრა ნეტარსა იოვანეს და ჰრქუა: განძლიერდი, ძმაო, განძლიერდი და გიხაროდენ, რამეთუ ხვალისა დღემან ზოგად შემომკრიბნეს ჩუენ. ამას თანა ეჩუენა მსახურსაცა სამარხოჲსა და ტაძრისა თჳსისასა, ეტყოდა და ჰრქუა მას პირველ მისლვადმდე წმიდისა: განუმზადე ადგილი ძმასა ჩემსა იოვანეს, რამეთუ მოვალს“(ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9