ვა ვე ვნ ვუ
ვალ ვას ვაჭ

ვალენტინი

ალექსანდრიელი გნოსტიკოსი. ნათესავით იუდას ტომიდან, მიღებული ჰქონდა ქრისტიანობა. დაახ. 140 წელს მივიდა რომში, რათა თავისი სწავლება გაევრცელებინა; მაგრამ ეკლესიისგან სამჯერ განიკვეთა, რის შემდეგაც გადავიდა კუნძულ კვიპროსზე, სადაც დააფუძნა კიდეც თავისი სექტა. მოკვდა დაახ. 160 წელს. ვალენტინის სისტემაში შესამჩნევია, როგორც მდიდარი ფანტაზია – ეონთა განვითარების აღწერის დროს, ასევე აზრის სისადავე და გადმოცემის თანმიმდევრულობა. ვალენტინს ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავდა; ისინი, მისი სახელის მიხედვით, ვალენტინიანებად იწოდებოდნენ. მათ IV ს-მდე და შემდეგაც კი იარსებეს.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9