ებ ეგ ედ ევ ეზ ეკ ელ ენ ეო ერ ეტ ეშ
ეტლ

„ეტლ ღმრთისა

არიან საყდარ წოდებულნი იგი ძალნი ანგელოზთანი და ყოველნი, რომელთა ზედა განისუენებს ნებაჲ მისი და ყოველნი რომელთა ზედა აჩუენებს საკჳრველებათა თჳსთა; რამეთუ თჳთ ბუნებით უხილავ არს მოქმედი იგი საკჳრველებათაჲ ღმერთი. არამედ მათ ზედა, რომელთა ზედა განისუენებდეს ნებაჲ მისი და რომელთა მიერ იქმოდის ძალთა და საკჳრველებათა, ვითარცა მეუფე საყდართა ზედა მჯდომარედ იხილვების. და კუალად წმიდათა მახარებელთა და მოციქულთაცა უწოდიან ეტლ მისა, და მათ ზედა აღმაღლდა ქადაგებაჲ სახარებისაჲ, ვითარცა ეტლსა ზედა მზის-თუალისასა“(ძვ. ქართული ენის კათედრის შრ. 11, შესავალი ფსალმუნთა თარგმანებისა, გამსც. მოამზადა მზ. შანიძემ. თბ., 1968.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9