ებ ეგ ედ ევ ეზ ეკ ელ ენ ეო ერ ეტ ეშ
ენა

ენათა განყოფისა და მოცემის მნიშვნელობა

(ბაბილონის გოდოლის დაქცევა და სულთმოფენობა)„ოდესმე ენანი ღმრთისა განრისხებითა განიყვნეს უკეთურებისათჳს კაცთაჲსა, ხოლო ამას დღესა შინა წყალობითა და მადლითა სულისა წმიდისაჲთა მოეცნეს შეწევნისათჳს სოფლისა. მაშინ განიბნინეს, რაჲთა მოყუასმან მოყუასისაჲ ნუ ისმინოს, ხოლო აწ მოეცნეს, რაჲთა ისმინონ, ისწავონ და გულისხმა-ყონ. მას ჟამსა განყოფამან ენათამან საქმჱ იგი განაქარვა, ხოლო აწ ენანი, რომელნი მოეცნეს, საქმენი ჭეშმარიტებისანი დაამტკიცნეს და აღასრულნეს. მუნ მოეცნეს, რაჲთა ზრახვანი იგი უკეთურნი განაქარვნეს, და აწ, რაჲთა ყური მიყონ სიტყუათა შეწევნითა. მას ჟამსა განიბნინეს ენანი გონებისა მისთჳს, რომელი აღიშჱნებოდა ბოროტად, ხოლო აქა მოეცნეს ენანი, რაჲთა დაეცნენ ცუდნი, რომელნი აღიშენებიან საცთურად. გამოვიდეს ენანი შემდგომად ენათასა, რაჲთა შემოიყვანნეს იგინი სახლსა მას ცხოვრებისასა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „იყო პირველ ერთი ენაჲ და ერთი ჴმაჲ ყოველთაჲ და კადნიერებაჲ გოდლისაჲ საქმედ, პირველი განჰყოფს მათ, და შემოიღო შერევაჲ ენათაჲ, რაჲთა განაქარვოს ბრძოლაჲ ზეცისაჲ და ენანი მრავალნი აღიძრნეს და სცემდეს აერსა ჴმითა და სმენაჲ ერთი არა იპოებოდა მიდრეკილი სასოებად. და რაჟამს განიყვნეს ენანი, განიყვნეს გონებანიცა. ენანი დაჰჴსნდეს და ჴელნი შეეკრნეს. ხოლო აწ ენანი, რომელ განიყვნეს, მაშინ შეკრბეს ენასა შინა თითოეულსა მათგანისასა, რაჲთა განავრცნეს საზღვარი სწავლისაჲ და იყვნენ გზა მრავალ შჯულისა“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9