ებ ეგ ედ ევ ეზ ეკ ელ ენ ეო ერ ეტ ეშ
ეკლ

ეკლესიაში ქცევის წესი

მთავარანგელოზი მიქაელი მეთვალყურეობს ეკლესიას: „გეშინოდენ მიქაელისგან, რომელი დგას და ხედავს, ვინ არს, რომელი პირველად შემოვალს, ანუ ვინა, რომელსა უდებ-უყოფია“ (ფსევდომაკარის თხზულებათა ქართული ვერსია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. ნინუამ, თბ., 1982.) ეკლესიიდან ადრე ნუ გამოხვალ: „ლოცვასა და ზიარებასა დეგ და ჰგებდ, ვიდრე ეკლესიისა განტევებადმდე. მოჲჴსენე შენცა ბრალნი იგი იუდაჲს მიმცემელისანი და ნუ გამოხუალ ეკლესიით, რამეთუ იგი იქმნა დასაბამ წარწყმედისა იუდაისისა, რამეთუ არა ელოდა, არცა ჰგებდა ლოცვასა მას. არამედ მო-ოდენ-იღო პური იგი ცხორებისაჲ, აღდგა და გამოვიდა, და მასვე ჟამსა შევიდა მისა ეშმაკი და იწრაფდა მიცემად უფლისა. და უკუეთუ შენცა უწინარეს ჟამისა განტევებისა გამოხჳდე, შენცა მასვე საშჯელსა იპოვო... არა თუ სხჳსა რაჲსამე მიზეზისათჳს ბრძანებულ არს ჩუენდა არა საქმედ დღესა კჳრიაკესა, არამედ რაჲთა ლოცვასა მოვიცალოთ. საქმესა უფლისასა მიხუალ ეკლესიად, უკუეთუ არა მიხჳდე, არარაჲ შეიძინო კეთილთაგანი“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.) „რავდენ განეშორო ეკლესიისაგან, ეგდენცა ღმერთი განგეშოროს შენგან“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9