ებ ეგ ედ ევ ეზ ეკ ელ ენ ეო ერ ეტ ეშ
ები ებრ

ებრაელთა 12 ტომი

„და შვა ქუეყანასა მას (ქანაანს) აბრაამმან ისაკი და ისაკმან – იაკობი, ხოლო იაკობმან შვა ათორმეტნი ძენი, რომელთაგანი ერთი იყო იუდა. ესე იყვნეს ათორმეტნი მამათ-მთავარნი. ხოლო მამათ-მთავარ ეწოდა მათ, ვინაჲთგან მათგან სახელ-ისხნეს ათორმეტნი ტომნი, რომელთაცა ისრაიტელ, და იუდეან და ებრაელ ეწოდებოდა. და ისრაიტელ უკუე ეწოდებოდა იაკობისაგან, რამეთუ ამას ჰრქუა ღმერთმან, ვითარმედ: „არა გეწოდებოდის, იაკობ, არამედ ისრაილ“. ესე იგი არს: „გონებაჲ, მხედველი ღმრთისაჲ“. ამისათჳს ისრაილად გარდასახელებულისა მის იაკობისაგან სახელ-ედებოდა მათ ისრაიტელ, ხოლო ებრაელ – ებერისაგან, პირველისა მამისა აბრაამისისა. ხოლო იუდეან ეწოდებოდა არა საკუთრად ყოველთა, არამედ ტომით იუდაჲსით შთამომავალთა ოდენ. ხოლო ნართაულად ყოველთა იუდეან ერქუმოდა, რამეთუ ამის ტომისაგან იქმნებოდეს მეფენი მათნი. და ამის გამო მპყრობელ-ქმნილი იყო ყოველთა ტომთა ზედა სახელი ესე“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9