ებ ეგ ედ ევ ეზ ეკ ელ ენ ეო ერ ეტ ეშ
ები ებრ

ებიონიტი

Heb. „ებიონ“ – ღატაკი
იუდეველთაგან მოქცეული ქრისტიანებისაგან წარმოქმნილი ერეტიკული საზოგადოების წევრი (II ს.). ებიონიტები, ნაზორეველთაგან განსხვავებით, ყველა ქრისტიანისთვის აუცილებლად მიიჩნევდნენ მოსეს სჯულის დაცვას და ამიტომ პავლე მოციქულს, როგორც ამის მოწინააღმდეგეს, სარწმუნოების მოღალატედ თვლიდნენ. ისინი ქრისტეს მესიად კი აღიარებდნენ, მაგრამ მის ღმრთეებრიობასა და გამომხსნელობით მისიას უარყოფდნენ; მასში ხედავდნენ მხოლოდ დიდ წინასწარმეტყველს, რომელიც მოვიდა თავისი სასუფევლის დადგომის საქადაგებლად, რომელშიც მხოლოდ იუდეველები შევიდოდნენ. ებიონიტთათვის ქრისტე სასოებას იმ მიწიერი სამეფოს დაარსებით ბადებდა, რომელსაც მისი მეორედ მოსვლის შემდეგ ათასი წელი უნდა ეარსება (ხილიაზმი). ისინი საეკლესიო პრაქტიკითაც განსხვავდებოდნენ. ასე მაგალითად, ევქარისტიის საიდუმლოს წელიწადში მხოლოდ ერთხელ აღასრულებდნენ, მაცხოვრის საიდუმლო სერობის მოსახსენებლად, და მასში მხოლოდ წყალს იყენებდნენ.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9