და დე დვ დი დო დრ დუ დღ
დღე

დღესასწაულთა თარიღები

„ოცდამეშვიდესა დღესა თთჳსა დეკემბერისასა აღესრულების დღესასწაული წმიდისა სტეფანჱსი იერუსალჱმს, სადაცა იგი პატიოსანნი ნაწილნი მისნი სხენან... ოცდახუთსა დეკემბერსა არს შობაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, და მიერითგან მეორმეოცჱ დღჱ არს მიგებებაჲ უფლისაჲ, და თთუესა ფებრვალსა აღესრულების მეორესა დღესა“ („მრავალთავი” /ილია აბულაძე, შრომები, III, თბ., 1982. გვ. 32-106.) „ეხარა მარიამს თთუესა დჳსტროჲსსა ოცდახუთსა, რომელ არს მარტი, ხოლო იწყო მუცლად-ღებაჲ ქსანდიკოსითგან, რომელ არს აპრილი, და ესრჱთ ცხრად თთუედ აღირაცხების, რომელსა შინა იშვა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ“ („მრავალთავი” /ილია აბულაძე, შრომები, III, თბ., 1982. გვ. 32-106.) „ცხად თქუენდა იყავნ პატიოსანი იგი დღჱ განცხადებისაჲ, რომელცა იგი უფალმან გამოუცხადა ყოველთა ღმრთეებითა თჳსითა, და იყავნ ესე ექუსსა თთჳსასა, რომელ არს იანვარი“ („მრავალთავი” /ილია აბულაძე, შრომები, III, თბ., 1982. გვ. 32-106.) „ოდესმე ქრისტიანენი აღვსებასა ჰურიათა თანა ჰყოფდეს ათოთხმეტსა მთოვარისასა, და არა ხოლო თუ კჳრიაკესა ჰყოფდეს, არამედ ყოველსა დღესა, ვითარცა რიცხჳ იგი მთოვარისაჲ მიემთხჳის, და შეურაცხ იქმნებოდა დღჱ იგი აღდგომისაჲ. და ესე გამოიძია წმიდამან კრებამან ნიკეაჲსამან სამას ათვრამეტთა ეპისკოპოსთა ნეტარისა კოსტანტინჱს ზე მეფისა დიდისა, და განაჩინეს კჳრიაკესა ყოფად დღჱ იგი დიდი აღდგომისაჲ“ (A. 82,4). „ლუკა მახარებელი გუასწავებს ჩუენ, ვითარმედ „თთუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქსა გალილეაჲსასა, რომლისა სახელი ნაზარეთ, ქალწულისა მარიამისა, რომელი იგი თხოვილ იყო ქმრისა“, ახარა მას უფლისათჳს და ჰრქუა, ვითარმედ „ესე მეექუსე თთუე არს, ვინაჲთგან ელისაბედ ნათესავი შენი მიდგომილ არს სიბერესა თჳსსა“. და აკურთხა იგი ანგელოზმან მან და წარვიდა. ხოლო მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარემართა მთად ქალაქად იუდაჲსა, და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ. და ვითარცა წერილ არს მოიკითხნეს ურთიერთას, და დაადგრა მუნ მარიამ სამ თთუე.

ამით ჭეშმარიტად ჩანს, რამეთუ მეექუსესა თთუესა მიდგომილ იყო ელისაბედ იოვანჱსთჳს, თთუესა, რომელ არს მარტი. ამას თთუესა ახარა გაბრიელ ანგელოზმან მარიამს, ოცდამეხუთესა დღესა. და სამნიღა თთუენი უკუმოეთუალვიან და აღესრულებიან ცხრად თთუედ. თთუესა ივნისსა ოცდახუთსა არს შობაჲ იოვანჱსი, რომელსა განჩინებულად ვჰყოფთ ყოველნი ქრისტეანენი შობასა მისსა, და მით დღით უკუმოითუალვის და ჩას, რამეთუ ოცდახუთსა არს ხარებაჲ მარიამისი გაბრიელის მიერ. და მითვე დღით ჩას შობითგან იოვანჱსით წამომართ წამოითუალვის და აღესრულების ცხრად თთუედ ოცდამეხუთჱ დღჱ თთჳსა დეკენბერისაჲ“(„მრავალთავი” /ილია აბულაძე, შრომები, III, თბ., 1982. გვ. 32-106.) „და ნეტარი აგჳსტინოს ეპისკოპოსი აფრიკეთისაჲ შობისათჳს იოვანჱსისა ესრე იტყჳს და აჩუენებს ჟამსა, და დღეთა და ხარებასა მარიამისსა, და შობასა ქრისტჱსსა. „დღჱ ესე იოვანჱს შობისაჲ გამოვაჩინო, დასაბამი და დასასრული, რამეთუ ორი ჯერი არს მზისა ქცევაჲ წელიწადსა და დასწორებაჲ დღეთაჲ, ერთი ესე ქცევაჲ მზისაჲ დღეს არს, ოცდახუთსა ივნისსა, და ერთი იგი ქცევაჲ თთუესა დეკენბერსა ოცდახუთსა, რამეთუ რვით დღით წინა თთჳს თავითგან იანვარისაჲთ, თთუესა დეკენბერსა ოცდახუთსა იშვა ქრისტე მარიამისგან ქალწულისა, და რვით დღით წინა თთჳს თავითგან აპრილისაჲთ, თთუესა მარტსა ოცდახუთსა, ეხარა მარიამს გაბრიელის მიერ. და რვით დღით წინა თთჳს თავისაჲთგან ივლისისაჲთ, თთუესა ივნისსა ოცდახუთსა, იშვა წმიდაჲ იოვანე. და რვით დღით წინა თთჳს თავისაჲთ ოკდონბერისაჲთ, თთუესა სეკდენბერსა ოცდაოთხსა, მუცლად იღო ელისაბედ იოვანე. იოვანჱს შობაჲ დღეთა მოკლებასა იყო, ხოლო ქრისტჱსი – დღეთა აღმატებასა. და ამას იოვანე თჳთ იტყჳს, ვითარმედ „ჩემდა ჯერ არს მოკლებაჲ, ხოლო მისა აღმატებაჲ“, და ესეცა საკჳრველი გულისხმა ვყოთ, ვითარ იოვანე ღამეთა შემატებასა იშვა, ხოლო ქრისტე დღეთა შემატებასა იშვა“. და იგივე ნეტარი აგჳსტინე ნათლისღებისა დღეთა გამოაჩინებს და იტყჳს, ვითარმედ „ნათლისღებისა წინა ათორმეტით დღით იშვა“, და მით ჩას, იანვარსა ექუსსა ნათლისღებაჲ არს და განცხადებაჲ“ („მრავალთავი” /ილია აბულაძე, შრომები, III, თბ., 1982. გვ. 32-106.) „აწ ამით ყოვლითა, რომელი წმიდათა მამათა და მოძღუართა წმიდათაგან წიგნთა გამოიძიეს და დადვეს და დაამტკიცეს, და ჩუენ ყოველნი ვჰყოფთ ამათ დღესასწაულთა: ოცდახუთსა თთუესა მარტსა – ხარებაჲ წმიდისა ღმრთისმშობელისაჲ, და თთუესა დეკენბერსა ოცდახუთსა – შობაჲ ქრისტჱსი ღმრთისა ჩუენისაჲ ქალწულისა მარიამისგან, და წმიდაჲ იგი განცხადებაჲ მისი და ნათლისღებაჲ – თთუესა იანვარსა ექუსსა. და შობითგან მივთუალოთ, ვითარცა ლუკა მახარებელი გუასწავებს, მეორმეოცესა დღესა, ოდეს იგი წმიდამან სჳმეონ მიიქუა უფალი, და მიხუდების იგი ფებრვალსა ორსა“ („მრავალთავი” /ილია აბულაძე, შრომები, III, თბ., 1982. გვ. 32-106.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9