და დე დვ დი დო დრ დუ დღ
დოგ დოკ

დოკეტები

მოციქულთა თანამედროვე ერეტიკოსები, რომელთა სახელწოდება წარმოსდგება ბერძნული სიტყვიდან დოკევწ (მგონია, ვვარაუდობ). აღმოსავლური წარმართული შეხედულებების გავლენით, ისინი მატერიას ბოროტებად მიიჩნევდნენ და არავითარ შემთხვევაში არ უშვებდნენ სიტყვა-ღმერთის განკაცებას; ამიტომ ამტკიცებდნენ, რომ იესო ქრისტემ ხორცი მოჩვენებითად შეისხა, რომ მისი ვნებაც მოჩვენებითი იყო და სხვ. მოციქული იოვანე ღმრთისმეტყველი თავის ეპისტოლეებში დოკეტებს მკაცრად ამხელდა (1 ინ. 4,2-3; 2 ინ. 1,7).
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9