და დე დვ დი დო დრ დუ დღ
დია დიდ დინ დიო

დიოთელიტობა

(ორნებიანობა) –„ორთაგან ნებათა ერთი შეერთებული ნებაჲ თქუმად ყოვლითურთ შეუძლებელ არს ქრისტესთჳს. ამისთჳს ჭეშმარიტებითა მით მართლმადიდებლობისაჲთა აღვიარებთ ერთსა შინა გუამსა ქრისტესსა ორთა ბუნებათა, ღმრთეებისა და კაცებისასა, და ორთა ნებათა ბუნებითთა: საღმრთოსა და კაცებისასა, და ორთა საქმეთა: საღმრთოსა და კაცებისასა“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „საღმრთოჲსა მის ბუნებისა საქმენი არა საღმრთოდ ოდენ ითქუმოდინ, რამეთუ კაციცა იყო მოქმედი მათი და კუალად კაცობრივისა ბუნებისანი არაკაცობრივისად ოდენ შეირაცხებოდინ, რამეთუ არა ხოლო კაცი იყო, არამედ ღმერთიცა. ვინაჲცა თითოეულთა მათ მოქმედებათა თავით თჳსით იქმოდა ქრისტჱ, ვითარცა ღმერთი და კაცი, რომლითა აჩუენა ღმერთ-მამაკაცებაჲ თჳსი. არა თუ წინააღმდგომობითა ცნობისაჲთა იჴუმევდა კაცობრივსა ნებასა, არამედ თჳთმფლობელად შექმნულსა მას მამულისა ნებისა მორჩილ-ჰყოფდა და ჟამსა მისცემდა ჴორცთა თჳსთა საქმედ და შემთხუევად თჳსსა წესსა მათსა შჯულისაებრ ბუნებისა“ (ძველი მეტაფრასული კრებულები (სექტემბრის საკითხავები), ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, კომენტარები და საძიებლები დაურთო ნარგიზა გოგუაძემ, თბ., 1986.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9