და დე დვ დი დო დრ დუ დღ
დია დიდ დინ დიო

დიოდორე ტარსელი (IV ს.)

მწვალებელი. ნათესავით სირიელი. თავიდან მანიქეველობას, მაკედონიუსელობასა და აპოლინარიზმს ებრძოდა, მაგრამ თვით „სხუასა შთავარდა სნეულებასა, რამეთუ მოიგონა და დაწერა, ვითარმედ თჳსაგან სხუაჲ ძე არს თესლით დავითისით წმიდისა ქალწულისაგან შობილი იგი, და კუალად თჳსაგან სხუაჲ – ღმრთისა მამისაგან შობილი იგი... ხოლო დავითის თესლისაგანსაცა ძედვე სახელ-სდებს შეერთებულად ჭეშმარიტებით ძისად, ხოლო შეერთებულად არა ვითარ-იგი ჩუენ ვიტყჳთ, არამედ მხოლოდ პატივითა ოდენ და ღირსებითა და სწორპატივობითა“ (ანტინესტორიანული ტრაქტატები არსენი ვაჩეს ძის „დოგმატიკონში”, ქართული თარგმანების ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შენიშვნები და ლექსიკონები დაურთო ა. ჩანტლაძემ, თბ., 1997.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9