და დე დვ დი დო დრ დუ დღ
დია დიდ დინ დიო

„დიდისა ზრახვისა მამისა ანგელოზი“

„ანგელოზი“ ქადაგად გამოითარგმანების და ამისთჳს ქრისტეს, რომელი-იგი ქადაგებს, ვითარცა სიტყუაჲ ცოცხალი, და გამოაჩინებს თავსა შინა თჳსსა უზეშთაეს ყოვლისა არსებისა მყოფსა მას მამასა, და ყოველი, რაოდენი ესმა მამისაგან, გჳქადაგა და მოგჳთხრა საუკუნითგან დაფარული საიდუმლოჲ, ამისთჳს ეწოდების დიდისა ზრახვისა მამისა ანგელოზ, რომელ არს ქადაგ. ხოლო „დიდი იგი ზრახვაჲ“, რომლისა ქადაგ იქმნა, არს ღმრთეებაჲ ძისაჲცა თავადისაჲ და მამისაჲ, რომელი მან ქადაგა. გინა თუ „დიდად ზრახვად“ გულისჴმა-ვყოთ, რომელი თქუა, ვითარმედ: „ვქმნეთ კაცი“„ (ღირ. მაქსიმე აღმსარებლის კომენტარები წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველის 38-ე სიტყვაზე „შობისათვის” / სიტყვანი წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველისა, ე. მეტრეველის რედაქტორობით გამოსაცემად მოამზადეს ქ. ბეზარაშვილმა, ც. ქურციკიძემ, ნ. მელიქიშვილმა, თ. ოთხმეზურმა და მ. რაფავამ //Corpus christianorum, Series Graeca 45, Corpus Nazianzenum 12, Sancti Gregorii Nazianzeni opera, Versio iberica III, Brepols, 2001.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9