და დე დვ დი დო დრ დუ დღ
დია დიდ დინ დიო

დიალექტიკა

კაპადოკიელი წმ. მამები ღმრთისმეტყველების სფეროში დიალექტიკისა და ლოგიკის გამოყენების შესაძლებლობას უკიდურესი სიფრთხილითა და კორექტულობით ეკიდებოდნენ: ერთი მხრივ, ისინი ღმრთისმეტყველთათვის ლოგიკური მეთოდებით მეტისმეტად გატაცების დიდ საშიშროებაზე ყოველთვის მიუთითებდნენ (ამის მაგალითს ევნომიოსისა და მისი მიმდევრების ე. წ. „ტექნოლოგია“, ანუ ოსტატური სოფისტიკა, წარმოადგენდა), მეორე მხრივ, თვითონაც იყვნენ რა ფრიად დახელოვნებული დიალექტიკოსები, საღმრთისმეტყველო მსჯელობისას „სილოგიზმთა“ სასარგებლო, მაგრამ წმინდა „დამხმარე“ როლზე მიუთითებდნენ (ა. სიდოროვი).
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9