და დე დვ დი დო დრ დუ დღ
დედ დემ

დედა-ეკლესია

„დედისა ჩუენისა მოძღურებასა შეუდგეთ, რომელ არს მართლმადიდებელი წმიდაჲ კათოლიკე ეკლესიაჲ“ (სინური მრავალთავი 864 წლისა, სასტამბოდ მოამზადეს ძველი ქართული ენის კათედრის წევრებმა აკაკი შანიძის რედაქციით, წინასიტყვაობით და გამოკვლევით (კათ. წევრები – ივ. იმნაიშვილი, ლ. კიკნაძე, მზ. შანიძე, ზ. ჭუმბურიძე, ლ. ბარამიძე), თბ., 1959.) „ხატად დედაკაცისა გამოიხატვის ეკლესიაჲ“; „წმიდაჲ ეკლესიაჲ დედაჲ არს ყოველთა მორწმუნეთაჲ ბანითა მით მეორედ შობისაჲთა, სარწმუნოებითა მით შეუძრველითა, მადლითა სულისა წმიდისაჲთა... ამისთჳსცა გამოისახვის წმიდაჲ ეკლესიაჲ დედაკაცად, რამეთუ მშობელი არს მორწმუნეთა მისთაჲ. ხოლო სატირი იგი (ათი, რომელი დედაკაცსა აქუნდა. – ლკ. 15,8) არიან შვილნი ეკლესიისანი“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9