და დე დვ დი დო დრ დუ დღ
დაბ დავ დას დაუ დაც დაჯ

დავითი და გოლიათი

„დავით გულსა თჳსსა ღმრთისა მიმართ ილოცვიდა, ხოლო გოლიად ჯაჭუ-ჭურითა მით იქადოდა. უწყოდა დავით, რამეთუ „არა მახჳლითა და ჰორლითა იჴსნნეს უფალმან მონანი თჳსნი“ (1 მეფ. 17,47), მიეახლა, აღმოიღო ქვაჲ ერთი და შთადვა შურდულსა, შესტყორცა და სცა შუბლსა მისსა და შთასტეხა ჩაფხუტი და შთავარდა ტჳნსა მისსა, დაემჴუა პირსა თჳსსა ზედა ქუეყანასა... დადგა მას ზედა ნეტარი დავით, აღმოჰხადა მაჴჳლი მისივე და მოჰკუეთა თავი“ (შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა, თბ., 1979.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9