გა გე გვ გი გნ გრ გუ
გულ გუმ

გულმოდგინება

ეს არის თვისება, რომელიც წმიდანებს ჩვეულებრივ მოკვდავთაგან განასხვავებს: „გულისმოდგინებაჲ იგი მათი წინა-უყვეს ღმერთსა, ამისთჳსცა დაიდგეს სუფევისა გჳრგჳნი, რაჲ-მე აქუნდა მათ, რომელი ჩუენ არა გუაქუს? უკუეთუ გამოვეძიებდეთ მათსა მას ძალსა, რომელი ზეგარდამოჲსა მისგან მადლისა აქუნდა შემწედ, ვპოოთ გულსმოდგინებაჲ იგი მათი, რომელი აჩუენეს ღმრთისა მიმართ, რამეთუ დაუტევეს ყოველი ნებაჲ თჳსი უფლისათჳს და აღიღეს ჯუარი თჳსი უფლისათჳს და შეუდგეს მას“ (ფსევდომაკარის თხზულებათა ქართული ვერსია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო გ. ნინუამ, თბ., 1982.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9