გა გე გვ გი გნ გრ გუ
გულ გუმ

გული

თუკი გონება წარმოადგენს უმაღლეს მჭვრეტელობით ნიჭს კაცობრივი სულისა, გული, ბიბლიური და წმიდა მამების ტრადიციის თანახმად, არის ცენტრი ყველა სულიერი ძალისა. სწორედ გულიდან გამოდიან ზრახვანი კეთილნი და ბოროტნი. მაგრამ ცხოვრება კაცისა მარტო ინტელექტუალურ არსებობაზე არ დაიყვანება. სული მჭიდროდ არის დაკავშირებული სხეულთან. ამ დამოკიდებულების გამო, გულიც, როგორც ცენტრი კაცის სულიერი ცხოვრებისა, გარკვეული სახით დაკავშირებულია სხეულთან, როგორც მისი ორგანო. ფიზიკური გული ცენტრია კაცის ხორციელი ცხოვრებისა, ვინაიდან, ბიბლიის თანახმად, სხეულის სიცოცხლე სისხლის მიმოქცევით არის განპირობებული, რამეთუ სული ყოვლისა ჴორციელისაჲ სისხლი თჳსი არს (ლევ. 17,11). რასაკვირველია, ეს განსაზღვრება ადამიანის მიმართ პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, მაგრამ განსაკუთრებული კავშირი სულსა და სისხლს შორის უთუოდ არსებობს. წმ. გრიგოლ პალამამ და სხვა ისიხასტმა მამებმა სწორედ ამ საფუძველზე შექმნეს სწავლება გონიერ-გულისმიერი ლოცვის თაობაზე. მოღვაწენი ლოცვისას გონებასა და გულს აერთებენ და ღმრთის წინაშე წარსადგენად გულში, სულიერ ცენტრში, სულისა და სხეულის ძალებს ერთად შემოიკრებენ.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9