გა გე გვ გი გნ გრ გუ
გვა გვი გვრ

გვირგვინი ძლევისა

„აწ უკუე ვინაჲთგან იქმნა დაცემაჲ ჩუენი, მბრძოლ ჩუენდა არს ეშმაკი, რამეთუ უფალმან განაგო ჩუენი მისა მიმართ ბრძოლაჲ, რაჲთა მორჩილებისა ამის მიერ ძლევა იგი უკუნ-ვაქციოთ და ვსძლოთ მას და გჳრგჳნოსან ვიქმნეთ ძლევითა მისითა... ხოლო იჴმარა უკეთურებაჲ მისი გამოსაცდელად სულთა ჩუენთა სიბრძნით განმგებელმან მან ყოვლისამან და წინაჲსწარ ცნობით, ვითარცა-იგი მკურნალმან გესლი იქედნისაჲ წამლად იჴმარის“ (ბასილი კესარიელის „სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ც. ქურციკიძემ, თბ., 1983.) მოღვაწე ძლევის გვირგვინს მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ მიიღებს: „ყოველი მოღუაწჱ შემდგომად ღუაწლისა გარდასლვისა გჳრგჳნოსან იქმნების, გინა ჰრცხუენების. და არასადა ღუაწლისმცემელი იგი გჳრგჳნსა მოსცემს, ვიდრე ღუაწლსა შინა არიედ მოღუაწენი იგი, არამედ მოელიედ ყოველთა მოღუაწეთა ღუაწლისა აღსრულებასა, რაჲთა უკუანაჲსკნელ განიკითხოს და ეგრჱთ მოსცეს ძლევისა გჳრგჳნოსნებაჲ. და ეგრეცა ღმერთმანვე, ღუაწლი არს-ღა ამას სოფელსა, შე-ღა-ეწიოს წმიდათა რაოდენმე, ხოლო უკუანაჲსკნელ მოსცეს სასყიდელი სრულიად“ (კლარჯული მრავალთავი, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო თამილა მგალობლიშვილმა, თბ., 1991.)პირველი სს-ის ქრისტიანებისთვის გვირგვინის გამოსახულება მარადიულ სასუფეველში მართალთა გვირგვინოსნობას მოასწავებდა.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9