გა გე გვ გი გნ გრ გუ
გვა გვი გვრ

გვამოვანი და უგვამო

„გუამოვნებაჲ, რომელ არს გუამი, ორსა დაჰნიშნავს: რამეთუ დაჰნიშნავს მარტივად მყოფსაცა, ვითარ-იგი დანიშნულად ვიტყჳთ შემთხუევითთაცა გუამის შინათა, დაღათუ სხუათა შორის აქუს ყოფაჲ, და დაჰნიშნავს განთჳსებით მყოფსაცა, ვითარ-იგი არიან განუკუეთელნი არსებათანი. ვინაჲცა შეემთხუევის განთჳსებულსა გუამოვნებასა ორ-სახედ წოდებულობაჲ გუამოვნად: ერთად, ვითარ-იგი მყოფ არს და მეორედ, ვითარ-იგი განთჳსებით არს, ესე იგი არს პეტრედ და პავლედ“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.) გვამოვნება, ანუ გვამი, ერთი მხრივ, ნიშნავს მარტივად მყოფს, როგორც ამას ვამბობთ გვამის იმ აქციდენციური, ანუ შემთხვევითი თვისებების შესახებ, რომლებიც სხვაში მყოფობენ, ხოლო, მეორე მხრივ, იგი აღნიშნავს დამოუკიდებლად, ანუ განთვისებით მყოფსაც, როგორიც არის განუკვეთელი არსება. „უგუამოჲცა ორ-სახე არს, რამეთუ ითქუმის უგუამოდ რაჲთურთით არასადა მყოფიცა, ვითარ-იგი ვაც-ირემი. და კუალად ითქუმის უგუამოდ არა თუ არამყოფი ვიდრემე, არამედ სხჳსა შორის მქონებელი გუამისა სადამე და არა თავით თჳსით გუამ-ქმნილი, ვითარ-იგი შემთხუევითნი“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.) „უკუეთუ ორთა ბუნებათა ქრისტესთა შეჰხუდების, რაჲთა უგუამო იყვნენ იგინი, ხოლო უგუამოჲ დაჰნიშნავს არა თუ არამყოფსა, არამედ თჳსაგან თავით თჳსით არამყოფსა, ორნი სადმე ბუნებანი ქრისტჱსნი თჳსაგან თავით თჳსით არა არიან. ვინაჲცა არცა ორთა პირთა შემოვიყვანებთ, არცა არამყოფთაგანად ვჰყოფთ მათ, რამეთუ უგუამოდ ვთქჳთ აქა თჳსაგან თავით თჳსით დგომისა არა მქონებელი, არა თუ – არა მყოფი“ (თეოდორე აბუკურა, ტრაქტატები და დიალოგები, თარგმნილი ბერძნულიდან არსენ იყალთოელის მიერ, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, საკუთარ სახელთა საძიებელი და ლექსიკონი დაურთო ლეილა დათიაშვილმა, თბ., 1980.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9