გა გე გვ გი გნ გრ გუ
გვა გვი გვრ

გვამი და გვამოვანი

„ორგუარად ითქუმიან გუამი და გუამოვანი. რამეთუ გუამი ოდესმე ყოვლითურთ მოასწავებს გუარსა საქმისასა და ამით სახითა არა მარტივად არსებასა გამოაჩინებს, არამედ მოწევნულსაცა, ხოლო ოდესმე – თჳთ ერთსა პირსა, რომელსა-იგი თავით თჳსით ეწოდების გუამ, რომელი მოასწავებს ერთსა ვისმე პეტრეს, ანუ პავლეს, ანუ სხუასა ვისმე, გინათუ მას რომელსამე ცხენსა, ანუ მას რომელსამე ზროხასა და სხუასა ყოველსავე. ხოლო გუამოვანი ოდესმე არსებასა მოასწავებს, ვითარცა გუამსა შინა ხილულსა და თჳთ გუამოვანსა, და ოდესმე თითოეულსა შემოკრებულსა შემზადებად ერთისა გუამისა, ვითარ-იგი სული და ჴორცნი. და ამისთჳს ღმრთეებაჲ და კაცებაჲ ქრისტესი გუამოვან არს. რამეთუ თითოეულსა მათგანსა აქუს ზიარად ერთი იგი, ორთაგან შეზავებული, გუამი მისი: ღმრთეებასა უწინარეს საუკუნეთა და უჟამოდ, ხოლო ჴორცთა ამათ, სულიერთა და გონიერთა, უკუანაჲსკნელთა ჟამთა, რაჟამს შეიმოსნა იგინი სიტყუამან ღმრთისამან და აქუნდეს იგი გუამად და შეაერთა იგი თავსა თჳსსა“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9