გა გე გვ გი გნ გრ გუ
გაბ გამ გან გარ გაფ გახ

გახსოვდეს სიკვდილი

„სულმოკლებისათჳს კეთილ არს ჩუენდა მოციქულისა იგი სიტყუაჲ წურთად, ვითარმედ: დღითი-დღედ მოვსწყდებით. უკუეთუ ჩუენცა, ვითარცა დღითი-დღედ მოსიკუდიდნი, ეგრე ვცხონდებოდით, არასადა ვცოდოთ. ხოლო არს სიტყუაჲ ესე ესრჱთ, რაჲთა აღ-რაჲ-ვდგებოდით დღითი-დღედ, ვჰგონებდეთ ვერ მიწევნად მწუხრადმდე; და მერმე დაწოლასა ვჰგონებდეთ არა აღდგომად, რამეთუ უჩინო არს ბუნებაჲ ცხორებისა ჩუენისაჲ და აღრაცხილ დღითი-დღედ წინაჲსწარცნობისაგან. უკუეთუ ესრჱთ ვიქცეოდით დღითი-დღედ და ესრჱთ ვცხონდებოდით, არცა ვცოდოთ, არცა გული რასმე გჳთქუმიდეს, არცაღა განვრისხნეთ ვისთჳსმე, არცაღა ვიუნჯებდეთ ქუეყანასა ზედა, არამედ რეცათუ დღითი-დღედ მოვსწყდებით და უპუვარ ვიყვნეთ და ყოველთავე ყოველივე შეუნდოთ. ხოლო გულისთქუმასა დედათასა, გინა სხჳსასა მწინკულევანებასა ჴორცთასა ნუმცა ვიპყრობთ ყოვლადვე, არამედ, ვითარცა წარმავალისაგან, გარე-მოვიქცეთ, გუეშინოდენ და წინაჲსწარ ვხედვიდეთ დღესა მას საშჯელისასა, რამეთუ უფროჲსმან შიშმან და ღუაწლმან ტანჯვათამან განაქარვის გემოჲ იგი გულისთქუმისაჲ და სული მიდრეკილი აჰმართის“ (მამათა ცხორებანი (ბრიტანეთის მუზეუმის ქართული ხელნაწერი XI ს-სა), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და ლექსიკონი დაურთო ვახტანგ იმნაიშვილმა, თბ., 1975.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9