გა გე გვ გი გნ გრ გუ
გაბ გამ გან გარ გაფ გახ

გარდამოცემა

ანუ წმიდა გარდამოცემა, რომელშიც იგულისხმება მემკვიდრეობით, თაობიდან თაობაზე რაიმე საეკლესიო ცოდნის ან სწავლების გადაცემა. პავლე მოციქული ამ ცნებაში აერთიანებს მთელ სარწმუნოებრივ მოძღვრებას, რომელიც მან მორწმუნეებს სიტყვიერად ან წერილობით გადასცა: „ძმანო, მტკიცედ დეგით და შეიკრძალეთ მოძღურებაჲ(παραδόσειЅ) ესე, რომელიცა გისწავიეს გინა სიტყვითა, გინა წიგნითა ჩუენითა“ (2 თეს. 3,15). წმიდა გარდამოცემაში მოიაზრება ყველაფერი, რაც ქრისტეს ეკლესიას საღმრთო გამოცხადებით მიენიჭა. იგი მოიცავს მსოფლიო და ადგილობრივი კრებების დადგენილებებს, წმიდა მამათა „ცხოვრებებსა“ და თხზულებებს, ლიტურგიკულ ხელოვნებას, ხატწერასა და კეთილმსახურებრივ განწესებებს.
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9