გა გე გვ გი გნ გრ გუ
გაბ გამ გან გარ გაფ გახ

განღმრთობა

„სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორციელ იქმნა ქალწულისაგან და იშვა მისგან სრული ღმერთი და სრული კაცი. და ბუნებაჲ იგი, რომელი მიიღო, განაღმრთო არა თუ შეცვალებით ბუნებად ღმრთეებისა, არამედ შეერთებითა მით ღმრთისაჲთა“; „ბუნებაჲ იგი, რომელი შეიერთა გუამოვნებით, შეერთებითა მით თჳსითა ღმერთ ყო“; „ბუნებაჲ იგი კაცობრივი არს თჳსითა მით ბუნებითა, ხოლო შეერთებითა მით ღმრთეებისაჲთა – განღმრთობილ“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) `ჴorcni uflisani ziar iqmnes საღმრთოთა საქმეთა შეერთებითა მით ღმრთისა სიტყჳსაჲთა ერთგუამოვნებად“; „ბუნებაჲ იგი ჴორცთა უფლისათაჲ მოკუდავ იყო თჳსითა ბუნებითა და ცხოველსმყოფელ შეერთებითა მით ღმრთისა სიტყჳსაჲთა“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.) „განღმრთობაჲ ბუნებისა მის კაცობრივისაჲ ღმრთისა თანა მიახლებასა მას და შეერთებასა მოასწავებს, და განჴორციელებაჲ ღმრთეებისაჲ – შეერთებასა კაცობრივსა ბუნებასა თანა“ (წმ. ეფთვიმე მთაწმიდელი, წინამძღუარი (სარწმუნოებისათვის), ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს თორნიკე ჭყონიამ და ნანა ჩიკვატიამ; გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ნანა ჩიკვატიამ, თბ., 2007.)
Source: რუხაძე, გრიგოლ საღმრთისმეტყველო ლექსიკონი-ცნობარი / გრიგოლ რუხაძე ; რედ. გვანცა კოპლატაძე. - მე-2 გამოცემა. - თბ. : საქ. საპატრიარქოს გამ-ბა, 2013 (გამ-ბა "მერიდიანის" სტ.). - 340 გვ. ; 20 სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 331-338. - ISBN 978-9941-9196-8-8
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9